რეფლექსია
შიდა შეფასების
გაკვეთილი ჩავატარე 2019 წლის 17 მაისს მე-8 კლასში, სადაც სიით ირიცხება 7 მოსწავლე, გაკვეთილს ყველა ესწრებოდა. არ დამჭირდა გეგმით
განსაზღვრული საკითხების მოდიფიცირება, გაკვეთილი შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს,
ესგ-ით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად
რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის
განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე.
გაკვეთილის მიზანი კარგად იყო ფორმულირებული,
რაც დაგვეხმარა მე და ჩემს მოსწავლეებს გაკვეთილის
პროცესის მობილიზებულად წარმართვაში.
მოსწავლეებისთვის ნათლად მქონდა განმარტებული
თემის სირთულე და მასთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვნება. მოსწავლეები მეტ-ნაკლები
სიძნელით მოეკიდნენ თემის შესწავლას.
სასწავლო გარემო პასუხობდა საგაკვეთილო მოთხოვნებს.
გამოვიყენე გეგმით გათვალისწინებული რესურსები. სახელმძღვანელო, კომპიუტერი, (ლეპტოპი), მარკერები, ფლიბჩარტის, თაბახის ფურცლები, პროექტორი,
რუკები.
საკლასო ოთახში მქონდა გაკრული შეფასების რუბრიკები სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით.
ასევე გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით პლაკატები და სქემები.
გამოწვევის ფაზაზე წინარე ცოდნის გამთლიანების
მიზნით მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს. შევასრულე სხვადასხვა აქტივობები ,,შავი
ზღვის სკივრი“, ,,გამარჯობა, შავო ზღვაო“,
გონებრივი იერიშის გამოყენებით შევძელი მოსწავლეების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
ბოლოს დავსვი კითხვა ჰიდროსფეროს რომელი ობიექტია
ნაჩვენები კავკასიის ფიზიკურ რუკაზე, პასუხმა ლოგიკურად გადამიყვანა ახალ მასალაზე.
ახალი მასალის ტექსტის გაცნობის მიზნით კლასში გამოვიყენე მინი ჯიქსოუს მეთოდი. მოსწავლეებს
უნდა წაეკითხათ ტექსტი, წერილობით შეესრულებინათ დავალება და მოეხდინათ პრეზენტაცია
ინდივიდუალურად. მუშაობის პროცესში ვაძლევდი მითითებებს. პრეზენტატორებმა შეძლეს გადმოეცათ
და რუკაზე ეჩვენებინათ გეოგრაფიული ინფორმაცია. საჭირო იყო გამოწვევა რომ გამეგო თუ
როგორ შეძლებდა კლასი მიღებული ცოდნა რა შემთხვევაში გამოეყენებინათ. ბავშვებმა კარგად
შეასრულეს დავალებები, შეავსეს ცხრილები, ვენის დიაგრამა.
საშინაო
დავალების პირობა წინასწარ დაწერილი მქონდა ფორმატის ქაღალდზე და გაკრული დაფაზე, რათა
მოსწავლეებს კარგად შეძლებოდათ მისი აღქმა.
შეფასება
ღიად და განმარტებებით გავაკეთე. განმსაზღვრელი შეფასება ყველა მოსწავლეს მივეცი,
ხოლო განმავითარებელი შეფასების დროს ყურადღება გავამახვილე როგორც დადებით, ასევე
უარყოფთ მხარეებზე. მოსწავლეებსაც შევაფასებინე
ერთმანეთი, მათ ობიექტურად შეაფასეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.
მომავალში
მეტი ყურადღება უნდა დავუთმო მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას, მეტყველების
დონის ამაღლებას, სწრაფი კითხვის უნარების შემუშავებას.
დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულიად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული
აქტივობები. გაკვეთილი იყო დინამიური, მოთხოვნებთან შესაბამისი.
კარგად მქონდა გამოყენებული საგანთაშორისი კავშირები
მათემატიკასთან,
ისტორიასთან, ქართულ ლიტერატურასთან, ქიმიასთან, ხელოვნებასთან. მაგ: გაკვეთილის დასაწყისში
მოსწავლეებს მოვასმენინე სიმღერა ,,ორ ზღვას შუა“, რომლის მოსმენის შემდეგაც უნდა დაესახელებინათ
ის ორი ზღვა რომლებიც ირგვლივ აკრავს საქართველოს. ასევე ქართველ პოეტთა შემოქმედებიდან
უნდა ამოეცნოთ რომელი ზღვის აუზებს წარმოადგენდნენ
ლექსებში დასახელებული ზღვები, ამ აქტივობებმა მოსწავლეები გაახალისა, გაზარდა მთი
მოტივაცია და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გამოვიყენე ისტ-ის რესურსები, რამაც
სასწავლო პროცესი გახადა მიმზიდველი და საინტერესო.
მომავალში უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებ
მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე, სტრატეგიების, ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსიის
ფაზაზე.
საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი ამ გაკვეთილით.
მე და ჩემმა კლასმა შევძელით შედეგზე გასვლა.
No comments:
Post a Comment