გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ნანა ჯიქიძე
საგანი: გეოგრაფია
საფეხური/კლასი: საბაზო. VIII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 7 მოსწავლე.3 გოგონა,4 ვაჟი. არცერთი
სპეციალური საჭიროების მქონე
თემა: კასპიის ზღვა
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კავკასიის როგორც ევროპა-აზიის
სატრანსპორტო გზაჯვარედინის მნიშვნელობის
განსაზღვრას. შეისწავლიან შავი და კასპიის ზღვებს, გაიაზრებენ
მათ მნიშვნელობას და გააცნობიერებენ
გეოეკოლოგიურ პრობლემებს.
ესგ-სთან
შესაბამისობა:. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული
ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა
თვალსაჩინოების ანალიზი.
VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
VIII.5. მოსწავლესშეუძლიამსჯელობატრანსპორტისგანვითარებაზეუძველესიდროიდანდღემდე.
წინარე ცოდნა: კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული
დახასიათება, შავი ზღვა
გამოყენებული რესურსები: მსოფლიოს და კავკასიის ფიზიკური რუკა, ფლიბჩარტი, მარკერები,
ფერადი ფურცლები, პროექტორი,
ვიდეომასალა, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, გამოსაძახებელი ჩხირები.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
|
1.
|
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას,
მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს, კლასის ორგანიზების ფორმებს
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის მიზანი,
შეფასების რუბრიკები.
|
2 წუთი
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას,
მიზანს, შეფასების რუბრიკებს
|
|
2
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება.
|
კითხვა-პასუხი. გონებრივი იერიში,
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, ფურცლები
|
8 წთ
|
მოსწავლეები გამოავლენენ განვლილი მასალის
ცოდნას
|
|
3
|
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად და ვთხოვ მოსწავლეებს
გაიხსენონ ჯგუფებში წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა და შეავსონ წინასწარ გამზადებული
ცხრილი შავი ზღვის მონაცემებზე
|
გონებრივი იერიში
|
ჯგუფური
|
თაბახის ფურცლები, ცარცი,
დაფა
|
7 წუთი
|
მოსწავლეები შეძლებენ საქართველოსთვის შავი
ზღვის სატრანსპორტო-ტურისტული პოტენციალის
გააზრებას
|
|
4
|
,,შავი ზღვის სკივრი“-მოსწავლეები სკივრიდან
ამოიღებენ ფერად ფურცლებს, რომლებზეც წერია
შავი ზღვის ქვეყნების სახელწოდებები და დაასახელებენ დედაქალაქებს, ისაუბრებენ
ფლორისა და ფაუნის შესახებ.
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
რუკა,
დაფა,
ცარცი,
სკივრი.
|
5 წუთი
|
მოსწავლეები შეძლებენ რუკაზე შავი ზღვისპირა
ქვეყნების და მათი დედაქალაქების პოვნას, შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის უნიკალურობის
დადგენას.
|
|
,,გამარჯობა შავო ზღვაო“- მოსწავლე გიდი შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის
დამახასიათებელი სამეტყველო ენით მიესალმება კლასს, მოსწავლეები ამოიცნობენ რომელ
ენაზეა მისალმება
|
ექსპერიმენტი
|
ინდივიდუალური
|
კავკასიის რუკა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფაზლი,
მოსწავლეთა მიერ დამზადებული დროშებით.
|
2 წუთი
|
მოსწავლეები შეძლებენ შავი ზღვისპირა ქვეყნების ენაზე მისალმებას და
მათი დროშების ამოცნობას
|
|
|
6
|
მოსწავლეებს დავურიგებ სხვადასხვა ფერის
ქაღალდებს. ვთხოვ წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი. წითელი წაიკითხავს
კასპიის ზღვის მდებარეობას, მწვანე-თავისებურებებს, ყვითელი-ფიზიკურ მახასიათებლებს,
ცისფერი-მნიშვნელობას, თეთრი-პრობლემას, ნარინჯისფერი-ფლორას და ფაუნას, ვარდისფერი-ქვეყნებს.
|
მინი ჯიქსოუ (ერთად კითხვის მეთოდი)
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო, თაბახის და ფერადი ფურცლები,
ცარცი, მარკერი,
დაფა,
|
10 წუთი
|
მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ კასპიის ზღვის მდებარეობაზე, მის ფიზიკურ მახასიათებლებზე,
მდინარეებზე, ფლორასა და ფაუნაზე, ქვეყნებზე.
|
|
7
|
მოსწავლეებს ჯგუფებში დავურიგებ გამზადებულ
ფურცლებს, რომლებზეც ვენის დიაგრამაა დახაზული და ვთხოვ ჩამოწერონ შავი და კასპიის
ზღვებს შორის მსგავსება-განსხვავება
|
ვენის დიაგრამა
|
ჯგუფური მუშაობა
|
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, მარკერი,
ფლიბჩარტი
|
3 წუთი
|
მოსწავლე შეძლებს მსგავსება-განსხვავების
დადგენას შავ და კასპიის ზღვებს შორის
|
|
8
|
ვიდეოს ჩვენება შავი და კასპიის ზღვების
ეკოლოგიური პრობლემის შესახებ
|
ვიდეო-რგოლი
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, ვიდეო მასალა
|
3 წუთი
|
მოსწავლეები გაიაზრებენ და გააცნობიერებენ
შავი და კასპიის ზღვების გეოეკოლოგიურ პრობლემებს
|
|
9
|
მოსწავლეებს დავუსვამ შემაჯამებელ კითხვას
რა მნიშვნელობა აქვს შავ და კასპიის ზღვებს საქართველოსთვის
|
განმტკიცება
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
2 წუთი
|
მოსწავლე იმსჯელებს შავი და კასპიის ზღვების
გავლენაზე საქართველოსთვის
|
|
10
|
საშინაო დავალება:
|
|
|
|
1 წუთი
|
|
|
11
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი, ურთიერთშეფასება.
|
მთელი კლასი
|
|
2 წუთი
|
|
შეფასებისსქემა
|
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფ.
|
დამაკმაყოფ.
|
კარგი
|
ძალიან
კარგი
|
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
|
|
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან
იშვიათად.
|
იშვიათად მონაწილეობს და შაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ
აქტივობაში
|
აქტიურად მონაწილეობს და შაქვს წვლილი აქტივობების
უმრავლესობაში
|
აქტიურად მონაწილეობს და შაქვს წვლილი ყველა აქტივობაში.
|
|
თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად ჯგუფში მუშაობის
დროს
|
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის
დროს
|
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის
დროს
|
ყოველთვის და დამაჯერებლად თანამშრომლობს თანატოლებთან
ჯგუფში მუშაობის დროს
|
|
მოსწავლე რუკის გამოყენებით
განსაზღვრავს შავი ზღვის ქვეყნებს, გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას
საქართველოსთვის
|
ვერ განსაზღვრავს შავი ზღვის ქვეყნებს,
გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის
|
რუკის გამოყენებით განსაზღვრავს
შავი ზღვის ქვეყნებს, გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას
საქართველოსთვის
|
რუკის გამოყენებით კარგად
განსაზღვრავს შავი ზღვის ქვეყნებს, გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას
საქართველოსთვის
|
რუკის გამოყენებით ძალიან კარგად
განსაზღვრავს შავი ზღვის ქვეყნებს, გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას
საქართველოსთვის
|
No comments:
Post a Comment