ისტ ტექნოლოგიების გამოყენება გეგოგრაფიის გაკვეთილზე-რეფლექსია



სასწავლო პროცესში ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,
 სასწავლო ელექრტონული რესურსების შექმნის და გამოყენების რეფლექსია
იხ. თანდართული ბლოგი:
nanajikidze.blogspot.com
თემა:  ინფორმაციის მოძიება, სლაიდის შექმნა
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         იყენებს საჭირო უნარ-ჩვევებს მასალის ეფექტურად წარმოჩენისათვის.
·         ეძებს და მსჯელობს  ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით.
·         მონაწილეობს სლაიდის მასალების მოპოვება -შექმნაზე.
·         ახდენს ინფორმაციის გადმოწერა-შენახვას.
·         ახდენს გრაფიკული მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი მასალის შექმნისას.

მისაღწევი შედეგები ესგ -ის მიხედვით
ü  ციფრული წიგნიერება
ü  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
ü  სემიოტიკური კომპეტენცია
ü  ვერბალური და არავერბალური საშუალებით  გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტეპრეტირება
ü  საკუთარი ნააზრევის გადმოცემის უნარი

N1 აქტივობა  - გაკვეთილის მიზნის გაცნობა, კითხვა -პასუხი თემის ირგვლივ
შედეგი- მოსწავლეები გაიაზრებენ რა აქვთ გასაკეთებელი, მოსაძიებელი და შესაქმნელი.
N2 აქტივობა - მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული თემიდან გამომდინარე.
მასწავლებელი - იძლევა ზუსტ ინსტრუქციას, როგორ და სად მოიძიონ ინფორმაცია.
შედეგი - მაქსიმალური ჩართვა ინფორმაციის მოძიების პროცესში, შექმნილი ინფორმაციის დაცულობა სოციალურ, ეთიკურ და სამართლებრივი ნორმების დაცვით.
 
N3 აქტივობა - Paint-  პროგრამაში ვენის, სვეტოვანი, ხაზოვანი დიაგრამის და სლაიდის შექმნა კონკრეტული თემიდან გამომდინარე.
მასწავლებელი -  მოსწავლეებს უჩვენებს მის მიერ შექმნილ მოდელს. ხსნის თუ რა ხერხებით შექმნა აღნიშნული მოდელი. უთითებს შესაბამის ბმულს, სადაც ნაჩვენებია  Paint-  პროგრამაში მუშაობა.
შედეგი - აღნიშნულ პროგრამაში მუშაობა ავითარებს ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.

N4 აქტივობა  -youtube.com-დან სასურველი ვიდეო რესურსის მოძიება, გადმოწერა და შენახვა.
მასწავლებელი -  უთითებს სასარგებლო ბმულს  youtube.com-დან და ხსნის როგორ მოიპოვონ სასურველი, თემის ადეკვატური  ვიდეო ინფორმაცია.
მოსწავლეები - ახარისხებენ youtube.com-დან მოძიებულ ვიდეო მასალას და აკეთებენ ვიდეო-კლიპს.  
შედეგი - ვიდეო კლიპის ჩვენების საფუძველზე  ინფორმაციის შეჯამება კლასში, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ისტ-ის გამოყენებით სასწავლო პროცესის  ინოვაციურად წარმართვა და მოსწავლეებში  შემოქმედებითი უნარების გამოვლენა-განვითარება.
     სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს საგანი არა მხოლოდ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს შესძენს მოსწავლეს, არამედ ხელსაყრელ პირობებს შექმნის XXI საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
     სასწავლო პროცესში  ისტ-ის გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს შეუწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოდგენას, შემოქმედებითობას და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია შევქმნათ პრობლემაზედაფუძნებული კონსტრუქტივისტული     საკლასო გარემო.                                                                                                                      
   ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს ხდის უფრო საინტერესოს და მიმზიდველს, ეს  მასწავლებელს საშუალებას აძლევს გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია, გახადოს სასწავლო პროცესი 21-ე საუკუნის უნარებზე ორიენტირებული და ბავშვებს მაღალი დონის აზროვნება ასწავლოს, მოსწავლეებისთვისაც ისტ-ის საშუალებით ცოდნის მიღება მოსახერხებელი და მრავალფეროვანია..
      დღესდღეობით თანამედროვე საზოგადოება აქტიურად იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისტ-ის გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.
  ისტ-ის გამოყენებით გეოგრაფიის  გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდა მოსწავლეებისათვის, როდესაც ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სხვადასხვა სახეობის დამხმარე რესურსს, რომელიც მეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. მივმართავ Power-point-ის გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც წარმოვაჩენ სასურველ თემას. ასევე მოვიძიებ გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენების ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ტესტურ დავალებებს. ხშირად მოსწავლეები თავად მოიპოვებენ სასურველ ინფორმაციას და აკეთებენ პრეზენტაციას.
წარმოგიდგენთ ისტ-ის გამოყენებით  სემესტრის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებს, რომელსაც ვიყენებდი  როგორც სტანდარტული გაკვეთილის ჩატარებისას ასევე  საგაკვეთილო პრაქტიკაში. რომელიც ასახავს, თუ როგორ უწყობს ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზოგს წერილობითი ტექსტის დამახსოვრება უადვილდება, ზოგს მოსმენილი ტექსტი, ხოლო ზოგიც იმახსოვრებს ნახატს/ვიზუალს.  ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის  უკეთ გაგებაში და ამიტომ მასწავლებლებმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლისთვის შედეგზე ორიენტირებისას.  
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო, როგორც მოსწავლეებისათვის,   ასევე ჩემთვისაც.





No comments:

Post a Comment